Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ქართველოლოგიის დარგში
10/05/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის ატარებს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას ქართველოლოგიის დარგში. კონფერენცია ჩატარდება  2017 წლის 27 ოქტომბერს (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს). კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში და გაიარონ რეგისტრაცია 2017 წლის 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაცია (მოხსენება) სარეგისტრაციოდ აღარ მიიღება.

თეზისების კრიტერიუმები : 

  • სამუშაო ენა – ქართული ; კონფერენციის რეგლამენტი ;
  • მოხსენება – 15 წუთი; მსჯელობა –10 წუთი ;

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება, დაუსწრებლად მონაწილეობა 

  • განაცხადის ფორმა:
  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველის სახელი და გვარი:
  • აკადემიური თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, ორგანიზაცია;
  • მოხსენების სათაური;
  • საკონტაქტო ინფორმაცია ( მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი) .

თეზისების გაფორმების წესი:

  • ენა – ქართული ;
  • ფორმატი:Word ;
  • ფონტი: sylfaen ;
  • ფონტის ზომა: 11 ;
  • ინტერვალი: 1,5 ;
  • მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (300 სიტყვა).

გთხოვთ, თეზისები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: gogebashvili.conference2017@tsu.ge .