Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის XXXI საერთაშორისო გაფართოებული სხდომები
21/04/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში 19-21 აპრილს XXXI საერთაშორისო გაფართოებული სხდომები გაიმართა. სხდომებისთვის გახსნილ 9 სექციაზე მომხსენებლებმა 20 წთიანი მოხსენებები გააკეთეს.
სემინარზე მოსმენილი მოხსენებები გამოქვეყნდება სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ. სემინარის მუშაობა დაიწყო 2017 წლის 19 აპრილს 14:00 საათზე ინსტიტუტის შენობაში.
ტრადიციისამებრ, 23 აპრილს 16:00 საათზე დაგეგმილია ილია ვეკუას საფლავზე გასვლა მთაწმინდის პანთეონში.