Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ვლადიმერ ციციშვილი

პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 2013 წელს ვლადიმერ ციციშვილი დაჯილდოვდა “ღირსების” ორდენით. ვ. ციციშვილი არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო დამფინანსებელი ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ოფიციალური ექსპერტი. ოთხენოვანი (რუსულ–ქართულ–ინგლისურ–გერმანულ) ქიმიური ლექსიკონის გამოცემის ერთ-ერთი თანაავტორი. არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეკოლოგიური კომისიის წევრი, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილებაში ეკოლოგიის კომისიის თავმჯდომარე.

ვ. ციციშვილი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ “მაცნეს”, ქიმიის სერიის რედაქტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.