ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-06

თსუ მედიაში

თსუ მედიაში
კომპანია "IPM კვლევების" სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებს შორის ყველაზე აქტიური იყო. თსუ-მ, მთელი გამოვლინების 36% დაიკავა.

მედიასაშუალებების მიერ, 2017 წლის, 10 ყველაზე ხშირად გაშუქებული თემა, უნივერსიტეტების აქტივობის ფარგლებში:
1.თსუ-ს 100 წლის იუბილე.
2.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
3.თსუ-ში გამართული კონფერენცია: “კონკურენციის პოლიტიკა:თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები”.
4.ახალი საერთო საცხოვრებელი ლისზე, თსუ-ის სტუდენტებისთვის.
5.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლექსიკოგრაფიაში ევროპული სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული წევრი გახდა.
6.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 15 უმაღლეს სასწავლებლის წარმომადგენელთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის შედეგად თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
7.საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო.
8.თსუ-ში საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს 16 ქვეყნის 100-მდე მეცნიერი დაესწრო.
9.საკონსტიტუციო სასამართლოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლამ, სტუდენტების მეათე, საიუბილეო ნაკადს უმასპინძლა.
10.ბათუმში სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო.

Print

« იხ. ყველა სიახლე