2012-02-29
ბრძანება №:29/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კურსის ,,მასწავლებელთა პროფესიული უნარები” დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კურსის   ,,მასწავლებელთა პროფესიული უნარები” დამტკიცების შესახებ

          ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა”, ,,ს” და ,,ტ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის #76/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 ქვეპუნქტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #935/02 დოკუმენტის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კურსი ,,მასწავლებელთა პროფესიული უნარები” (დანართი #1);
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                  ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება