2009-09-21
ბრძანება №:176 / 02-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის  დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა  შესარჩევად კომისია (დანართი 1);
  2. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა  შესარჩევად კომისიის მუშაობის წესი (დანართი 2);
  3. ჩინურ და იაპონურ ენებში მასწავლებელთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დამტკიცდეს დამატებით;
  4. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 11 სექტემბრის ბრძანება #96/01-01 "ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შერჩევის მიზნით გასაუბრების ჩატარების შესახებ"


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
                                    რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება