დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №78/2013 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული უცხოური ენების სწავლების დარეგულირების შესახებ

დადგენილება №78/2013
1 ივლისი , 2013


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული უცხოური ენების სწავლების დარეგულირების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული უცხოური ენების სწავლების დარეგულირების მიზნით გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ მაგისტრანტებისათვის, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურებას (შემდგომში - მაგისტრანტი), უცხო ენის B2 დონეზე დადასტურების მიზანშეწონილება განისაზღვროს პროგრამის ხელმძღვანელის დასკვნის საფუძველზე. 

ბ) მაგისტრანტებს, უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების ვალდებულების შემთხვევაში, უფლება აქვთ შესაბამის დონეზე ცოდნა დაადასტურონ სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული უცხოური ენის კრედიტების დაგროვებით, უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის წარმოდგენით, ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი გამოცდის წარმატებით დაძლევით.

გ) უცხოურ ენებში ცოდნის დონის განმსაზღვრელი გამოცდის ორგანიზება დაევალოს თსუ საგამოცდო ცენტრს თსუ უცხოური ენების ცენტრთან თანამშრომლობით.

დ) მაგისტრანტებს, რომლებიც უცხოური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ გამოცდაზე ვერ დაადასტურებენ უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნას, შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვების უფლება მიეცეთ სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე.

ე) მაგისტრანტები განთავისუფლდნენ პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან, თუ უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა უკვე დადასტურებული აქვთ მაგისტრატურაში მისაღებ უცხოური ენის გამოცდაზე.

ვ) უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვის და უცხოური ენების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თსუ აკადემიურ პერსონალს მიეცეს რეკომენდაცია ცალკეული სასწავლო კურსის უცხოურ ენებზე მომზადებისა და წარმართვის თაობაზე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N237 დადგენილება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოური ენების სწავლების დარეგულირების შესახებ 2009–2010 სასწავლო წელს ჩარიცხული ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის”.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი