პაატა იმნაძე

აკადემიური თანამდებობა: 

სრული პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.


განათლება:

1976 წ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ექიმი-პედიატრი.
1983 წ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.


პროფესიული გამოცდილება:

1979-1991 წწ. - ასისტენტი, მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრა, თსსი;
1991-1994 წწ. - დოცენტი, მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრა, თსსი;
1987-1989 წწ. - უფროსის მოადგილე, მეცნიერების სამმართველო, ჯანდაცვის სამინისტრო;
1989-1992 წწ. - დირექტორის მოადგილე, ეპიდემიოლოგიის და ჰიგიენის სამეცნიერო ცენტრი;
1992-2010 წწ. - გენერალური დირექტორი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
1997-1998 წწ. - ასოცირებული მკვლევარი, მერილენდის უნივერსიტეტი, ბალტიმორი, აშშ;
1997-2006 წწ. - დოცენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2000-2006 წწ. - დოცენტი, ეპიდემიოლოგიის კურსი, ექიმთა პოსტდიპლომური განათლების სახელმწიფო აკადემია;
2010-2013 წწ. - სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
2013 - დღემდე გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, სსიპ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

დიპლომები:

1987 წ. - ჯანდაცვის ხელმძღვანელი კადრების რეზერვის მომზადების კურსები, ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტი, მოსკოვი;
1994 წ. - დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება, თსსი, სწავლულ ექსპერტთა საბჭო;
1995 წ. -  პუბლიკაციების მენეჯმენტის საერთაშორისო კურსი, დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრები (CDC), ატლანტა, ჯორჯია, აშშ;
1999 წ. -  ინფექციის კონტროლის საერთაშორისო ინსტიტუტი, მინესოტას უნივერსიტეტი, მინეაპოლისი, მინესოტა, აშშ;
2000 წ. - ლაბორატორიული ტრეინინგი მიკრობიოლოგიაში, მენესოტას შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტი, აშშ;
2001 წ. - საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საკითხების საზაფხულო ინსტიტუტი,
მინესოტას უნივერსიტეტი, მინეაპოლისი, მინესოტა, აშშ.


ჯილდოები:

2002 წ. - ჯანმოს ევროპის ბიუროს „ოქროს მედალი“ ევროპის რეგიონის პოლიომიელიტისაგან თავისუფლად გამოცხადებაში შეტანილი წვლილისათვის;
2003 წ. - ღირსების ორდენი;
2004 წ. -  სენატორების ნანის და ლუგარის საპატიო მედალი ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გლობალური საფრთხის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის;
2010 წ. -  ყურადსაღები (Emerging) ინფექციური დაავადებების საერთაშორისო კონფერენციის “ლიდერების” პროგრამაში არჩევა;
2014 წ. -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიული საზოგადოებების და სხვა წევრობა;
1994 წ. - დღემდე პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის არჩეული წევრი;
2003-2006 წწ. - UNICEF/UNDP/World Bank/WHO ტროპიკულ დაავადებათა კვლევის და ტრეინინგის გაერთიანებული საკოორდინაციო საბჭოს არჩეული წევრი ევროპის რეგიონიდან;
2004 წ. - დღემდე ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციია;
2004-2005 წწ. - ჯანმოს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR) გადახედვის სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრი;
2005 წ. - დღემდე ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს წევრი;
2005-2011 წწ. - ჯანმოს ევროპის რეგიონის იმუნიზაციის ექსპერტ ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის (ETAGE) წევრი;
2006 წ. - ჯანმოს ევროპის რეგიონის პოლიტიკის გამომხატველი დოკუმენტის „საკვების უსაფრთხოების ინტერსექტორული სტრატეგიების ძირითადი ელემენტები“ სარედაქციო საბჭოს წევრი;
2009-2014 წწ. - ვიცე პრეზიდენტი, ცენტრალური აზიის და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაცია
2012 წ. - სარედაქციო ჯგუფის წევრი, ჯანმოს ევროპის რეგიონის ანგარიში “ჯანმრთელობის უთანასწორობა გარემოსთან მიმართებაში ევროპაში”;
2013 წ.  – ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის წევრი, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსთან დაკავშირებით (MERS-CoV);
2014   წ. - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი;
2014 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩეული წევრი მედიცინის ფაკულტეტიდან.
    

პუბლიკაციები:

44 სტატია რეფერირებად ჟურნალებში, 2 სახელმძღვანელო, 3 მეთოდური სახელმძღვანელო, 101 თეზისი შრომათა კრებულებში.

გამოქვეყნების თარიღი:2016-06-14 12:18:54