2010-03-04

მაილს ბრაიანტის შეხვედრა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ნებრასკას უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  პროფესორ მაილს ბრაიანტის შეხვედრა თსუ ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის თანამშრომლებთან. შეხვედრის თემა შეეხებოდა აკრედიტაციის პროცედურას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკას უნივერსიტეტის მაგალითზე. შეხვედრისას პროფ. მაილს ბრაიანტმა ქართველ კოლეგებს გააცნო ნებრასკას უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრაციული სტრუქტურა და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა ამერიკელი კოლეგისგან მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და აკრედიტაციისთვის მზადების პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
Print

« იხ. ყველა სიახლე