ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-15

პროფესორ ნატალია არლაუსკაიტეს ლექციები

21, 25 და 29 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორის ნატალია არლაუსკაიტეს ლექციები შემდეგ თემებზე:

21 მაისი (15.00 საათი) - „მუშაობა ისტორიულ მეხსიერებასთან: ფოტო  და კინოპროექტები რეპრესიების არქივების საფუძველზე (კამბოჯა, პორტუგალია, რუსეთი, ლიტვა)“;
25 მაისი (15.00 საათი) - „კინოდავა რუსეთსა და ლიტვაში მეორე მსოფლიო ომის შესახებ, 1990–2010“;
29 მაისი (15.00 საათი) – „რუსული კლასიკის თავგადასავალი კინოჟანრებში (იტალიური საშინელებათა ფილმები giallo, ფინური film noir, „რუსული ფილმები“ ადრეული პერიოდის ჰოლივუდში)“.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთის ისტორიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების კურსის ფარგლებში ჩატარდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №101

Print

« იხ. ყველა სიახლე