ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-09-08

სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკა – მოდელირებისა და რენდერინგის საფუძვლები


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს – „ სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკა – მოდელირებისა და რენდერინგის საფუძვლები“.
კურსი განკუთვნილია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ აითვისონ სამგანზომილებიან პროგრამებში მუშაობა. მსმენელები გააცნობიან სამგანზომილებიანი (3D) კომპიუტერული გრაფიკის თეორიულ საფუძვლებს, განუვითარდებათ სივრცული აზროვნება, გამოუმუშავდებათ სამგანზომილებიან პროგრამებთან მუშაობის მტკიცე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. შეისწავლება სამგანზომილებიანი მოდელირების სხვადასხვა მეთოდები. სამგანზომილებიან ობიექტებზე ტექსტურების დანიშვნა, ვირტუალურ განათებასთან მუშაობა და რენდერინგი, ასევე ანიმაციის ელემენტალური საფუძვლები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათების რთული ეფექტების შექმნას ( Volumic light, Caustic, Global illumination, Final gathering).
კურსის ღირებულ
ება : 300 ლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2011 წლის 3 ოქტომბერი.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 3, ოთახი № 320, ტელ.: 2 22 36 52,
ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე