ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-24

საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციების საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააანონსა საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციების საგრანტო კონკურსი, რომლის გამოცხადებაც იგეგმება 2018 წლის თებერვალში.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:
საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას.

კონკურსის ფარგლებში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენცია უნდა ჩატარდეს 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს 40 000 ლარს. პროექტს უნდა ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის წესები და პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილიეთ ბმული.



 
Print

« იხ. ყველა სიახლე