ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-14

საერთაშორისო კონფერენცია „უახლესი მიგრაციული პროცესები და ევროპა: გამოწვევები და შესაძლებლობები“

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი და ICMPD-ის პროექტი "მიგრაციის მართვის როლის გაძლიერება საქართველოში" (ENIGMMA) გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „უახლესი მიგრაციული პროცესები და ევროპა: გამოწვევები და შესაძლებლობები“ . კონფერენცია ჩატარდება ქ. თბილისში, 2016 წლის სექტემბრის ბოლოს. კონფერენცია ევროკავშირში და ევროკავშირიდან არსებული მიგრაციული პროცესების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესწავლას ისახავს მიზნად, რათა გაძლიერდეს აკადემიური კავშირები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის და გაუმჯობესდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესი მიგრაციის სფეროში.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:


• მიგრაცია და დემოგრაფიული პროცესები ევროპასა და ევროკავშირში;
• ეკონომიკა და მიგრაცია ევროპასა და ევროკავშირში: დადებითი და უარყოფითი მხარეები;
• მიგრანტების ინტეგრაცია ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე;
• მიგრაცია და უსაფრთხოების გამოწვევები ევროპასა და ევროკავშირში;
• მიგრაცია და ევროპის/ევროკავშირის მომავალი;
• მიგრაცია და განვითარება: ევროპისა და ევროკავშირის სამომავლო სტრატეგიები.

განაცხადების წარმოდგენისა და დაფინანსების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ თანდართული ბმული


Print

« იხ. ყველა სიახლე