ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-10-06

სასწავლო პროგრამა ჩეხეთის რესპუბლიკაში

ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 3 სტიპენდიას ჩეხურ და 3 სტიპენდიას ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად და აცხადებს ყოველწლიურ კონკურს 2012-2013 სასწავლო წლისთვის. 

ჩეხურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამისთვის გამოყოფილია 3 სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მშენებლობა, მედიცინა და ტექნიკური მრეწველობა. (შერჩეული კანდიდატები ერთწლიან მოსამზადებელი კურსს გაივლიან ჩეხურ ენაში).

 ინგლისურენოვან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები  გამოყოფილია ინფორმატიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის და ტექნიკური მრეწველობის სპეციალობებზე. აპლიკანტებმა ტესტირება უნდა გაიარონ ინგლისურ ენაში ჩეხეთის საელჩოში და საბუთებს დაურთონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

      საბუთების მიღება მიმდინარეობს ჩეხეთის საელჩოში  2011 წლის 14 დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსებულია:
  http://www.msmt.cz/international-cooperation-l/government-scholarship-developing-countries

დანართის სახით იხილეთ სააპლიკაციო ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე