ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-24

შემოდგომის ლექციები 2017

2017 წლის სექტემბერში „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება ე.წ.
QUALI-Start-Up ლექციების კურსი, რომელიც „შემოდგომის ლექციები თბილისში" პროექტის (2013, 2015) გაგრძელებას წარმოადგენს.

ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს.

პროექტში მონაწილე (ბაკალავრი, მაგისტრი) სტუდენტების სამიზნე ჯგუფების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი. ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი) სტუდენტებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს:
სტუ-ს IV  კორპუსი, ოთახი 306.
პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი
საკონტაქტო ტელეფონი 599-50-48-21
ელ.ფოსტა k.kotetishvili@gtu.ge

თსუ სტუდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ
თსუ-ს II  კორპუსის 220-ე ოთახში.
დრ. მირიან ტაბიძე
საკონტაქტო ტელეფონი 577 66 55 98
ელ.ფოსტა mirian.tabidze@tsu.ge

საბუთების  გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მაისი.

შერჩევის მეორე ეტაპი ჩატარდება 6-10 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტებში:
6 ივნისი - თსუ
7 ივნისი - სტუ
8 ივნისი - ილიაუნი
9 ივნისი - აგრიუნი

გასაუბრებას ჩაატარებენ იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები (ინსტიტუტების დირექტორები) ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

დაწვრილებით ინფორმაცია პროქტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე



Print

« იხ. ყველა სიახლე