ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-14

კავკასიის მთების ფორუმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს აბსტრაქტების მიღებას "კავკასიის მთების ფორუმისთვის" (Caucasus Mountain Forum). ფორუმი ჩატარდება 2016 წლის 28-30 ნოემბერს.

ფორუმი ტარდება შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით SCOPES -ის  პროექტის ფარგლებში, ჟენევის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით. თსუ მხრიდან ფორუმის კოორდინაციას მოახდენს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე