ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-23

ამერიკისმცოდნეობის მე-5 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია 2017 წლის 27 აპრილს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მე-5 ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

მოხსენებების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ცხოვრების ნებისმიერ სფეროს. განსაკუთრებით მივესალმებით აშშ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებისადმი მიძღვნილ მოხსენებებს.

მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი.

მომხსენებელმა უნდა გამოაგზავნოს:

1. ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (თითოეული 500-550 სიტყვა. ფაილს უნდა დაერქვას 1- მომხსენებლის გვარი, მაგ: 1- ხატიაშვილი)
2. მოხსენების სრული სათაური, ავტორის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (ფაილს უნდა დაერქვას 2 - მომხსენებლის გვარი)
3. სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და დასკანირებული რეკომენდაცია მოხსენებაზე (ფაილს უნდა დაერქვას 3 - მომხსენებლის გვარი)
4. სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი, აკადემიური თანამდებობა, უნივერსიტეტი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულად და ინგლისურად (ფაილს უნდა დაერქვას 4 - მომხსენებლის ხელმძღვანელი)
5. 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მონაცემებით უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფაილს უნდა დაერქვას 5 - ცნობა უნივერსიტეტიდან)

მასალების გაფორმების სავალდებულო წესები:

ქართული ტექსტისთვის ფონტი AcadNusx, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
ინგლისური ტექსტისათვის ფონტი Times New Roman, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;

სავალდებულოა, რომ მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: კონფერენცია 2017 - გვარი. (მაგალითად: კონფერენცია 2017 - ხატიაშვილი)

მასალების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 3 აპრილი, 18:00 საათი.

მასალები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: asssg@tsu.ge

გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. არასრული, დაგვიანებული ან არათემატური მასალები არ განიხილება. საკონფერენციოდ შერჩეული ანოტაციების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2017 წლის 6 აპრილის 18 საათამდე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ავტორებმა უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (2000-3000 სიტყვა) 2017 წლის 11 აპრილის 18:00 საათამდე.

მოხსენების სრული ტექსტი გადაეგზავნება დისკუსანტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებსა და შეკითხვებს თითოეული სექციის მუშაობისას გამოთქვამენ.

მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მარიამ ხატიაშვილს, კონფერენციის საორგანიზაციო  კომიტეტის ხელმძღვანელს ელექტრონულ მისამართზე mariamkhatiashvili@tsu.ge ან ეწვიეთ თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ფეისბუქ https://www.facebook.com/amstudsci/ და ვებგვერდებს http://americanstudiestsu.weebly.com/

Print

« იხ. ყველა სიახლე