ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-01

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ესეების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი-პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი“ მონაწილეთა შედეგები: იხ. ბმული

კონკურსში მონაწილეთა ესეების რეიტინგუილი სია, რომლებიც გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: იხ. ბმული

ესეები შეაფასა უნივერსიტეტის პროფესორთაგან შემდგარმა ჟიურიმ. ნაშრომი შეფასდა 10 ქულიანი სისტემით .

შეფასების კრიტერიუმებია :
I. ნაშრომის აკადემიური სტილი - მაქსიმალური ქულა 2
II. თემის აქტუალობა , შესაბამისობა - მაქსიმალური ქულა 4
III. თემის ანალიზი - მაქსიმალური ქულა 4

დასკვნითი კონფერენცია გაიმართება - 15 აპრილს, 2016 წ.
შეხვედრის ხანგრძლივობა და განრიგი: 14.00 – 16.00 სთ
ლექცია „ივანე ჯავახიშვილის როლი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

ყველა მონაწილემ უნდა გამოგზავნოს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, სკოლა, თემის ხელმძღვანელი, საკონტატქო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტა და ფსევდონიმი) 14 აპრილის 18:00 სთ-მდე ელექტრონულ ფოსტაზე: junior@tsu.ge , რომელსაც შევადარებთ ჩვენს ბაზაში არსებულ მონაცემებს, ან თან იქონიონ 15 აპრილს შეხვედრაზე ამობეჭდილი სახით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი,  უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მე-2 სართული
Print

« იხ. ყველა სიახლე