ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-04

ტრენინგი ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე

 11-15 ივნისს Business Soft Group-ის და ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სერტიფიცირებული ტრენინგის პირველი ტური ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე.
    ტრენინგი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი ტური არის უფასო და მასზე დასწრების მსურველებმა CV უნდა გამოაგზავნონ Business Soft Group-ის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@businesssoftgroup.ge ან დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია
    ტრენინგის პირველი ტური წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლის საბაზისო კურსს კიბერუსაფრთხოების, ვებ პროგრამირების და სისტემური პროგრამირების მიმართულებით.
    ტრენინგის პირველი ტურის სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება ტესტირება. ტესტირების შედეგად საუკეთესო შედეგებით გამოვლენილ სამ მსმენელს უფლება მიეცემათ ტესტირების გარეშე გაიარონ მეორე ტური და გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, ხოლო სხვა მსნელებს გადაეცემათ პირველი ტურის გავლის სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 8 ივნისი
 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.businesssoftgroup.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე