ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-18

სტატიების მიღება სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალისათვის „ამერიკისმცოდნეობა ქართული პერსპექტივიდან"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე აცხადებს სტატიების მიღებას სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალისათვის „ამერიკისმცოდნეობა ქართული პერსპექტივიდან / Georgian Outlook of American Studies”.

სტატიები უნდა შეესაბამებოდეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ცხოვრების ყველა სფეროს და არა მხოლოდ ისტორიას, პოლიტიკას, ლიტერატურას, კულტურას, ფილოსოფიას.

სტატიების გამოგზავნა შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის აქტიურ და სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს.

სტატიის ავტორმა უნდა გამოაგზავნოს:
     
სტატიის გაფორმების სავალდებულო წესები:

ყველა მასალა ავტორმა უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: americanstudiesscience@gmail.com
მასალების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 16 ნოემბერის 18:00 საათი.

გამოგზავნილ მასალებს არჩევს სარედაქციო კოლეგია.  არასრული, დაგვიანებული ან არათემატური მასალები არ განიხილება. სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება შეცვლას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარეს მარიამ ხატიაშვილს ელექტრონულ მისამართზე americanstudiesscience@gmail.com ან ეწვიეთ  თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ვებგვერდს


Print

« იხ. ყველა სიახლე