ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-26

ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები დოქტორანტურის სტუდენტებისათვის

ცხადდება კონკურსი თსუ-ს დოქტორანტურის სტუდენტებისათვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში ზაარლანდის უნივერსიტეტში კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის დოქტორანტებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ გერმანულ ენას (გერმანული ენის არცოდნის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი დოქტორანტები).

სტიპენდიის ხანგრძლივობა: ორი კვირა (მობილობა უნდა განხორციელდეს ა/წ. 31 დეკემბრამდე)

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები!!!

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

    დოკუმენტაციის შემოწმება (თსუ)
    გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თსუ)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 10 ოქტომბრის 23:59 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: dfronline_de@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: dfronline_de@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე