ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-06-09

საზაფხულო სამეცნიერო აკადემია სკოლის მოსწავლეებისთვის

2010 წლის 21 ივნისიდან 1 ივლისამდე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში 8–12 კლასის სკოლის მოსწავლეთათვის „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიას“ ატარებს. საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე პროფესორები (თსუ alumni), მეცნიერები და სტუდენტები მოსწავლეებს მეცნიერების სამზარეულოს გააცნობენ.

გაინტერესებთ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათი ინტერდისციპლინური, ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები, საინტერესო ექსპერიმენტები?

გაეცანით  2009 წლის „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის“ მოკლე ინფორმაციას და ჩამოტვირთეთ 2010 წლის განაცხადის ფორმა .  განაცხადები მიიღება 15 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ.: 893 930085.              
ელ–ფოსტა: scienceacademy2010@gmail.com (საკონტაქტო პირი ხათუნა კახიანი).
Print

« იხ. ყველა სიახლე