ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-21

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად კონკურსის შედეგად კვლავ თსუ-ელები ლიდერობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტელი ახალგაზრდა მეცნიერები ლიდერობენ.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში  109 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა. კონკურსის შედეგად გაიმარჯვა 34-მა პროექტმა.  გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი - 11 გრანტი მოიპოვა ახალგაზრდა მეცნიერებისა და თსუ-ს, როგორც მასპინძელი დაწესებულების ერთობლივმა კვლევებმა.     


Print

« იხ. ყველა სიახლე