ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-14

საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ცივილიზაცია უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე ისტორია - ლიტერატურა - ხელოვნება“

6-8 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას პატრონაჟით გაიმართება წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-15 საერთაშორისო  კონფერენცია, რომელიც ეძღვნება უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის დაბადებიდან  850 წლისთავს.

ღონისძიებაზე გამოიფენება „წერის ანბანური სისტემა და ქართული დამწერლობა“ და „ქართული ჰიმნოგრაფია“, რომელიც პოლონეთში საქართველოს საელჩოსა ვარშავის უნივერსიტეტის  ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა.  კონფერენციის დროს წმ. გრიგოლ ფერაძის პრემიით ქართველი და გერმანელი მეცნიერები დაჯილდოვდებიან. გაიმართება ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის  „Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies“ 25 წლის იუბილე, შედგება საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, პოლონელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერები.

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კონფერენცია ხელს უწყობს ევროპაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა საერთაშორისო  კონფერენცია ტარდება 2002 წლიდან ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიოლოგიური  კვლევების მიმართულების  ინიციატივით.

დანართი 1
დანართი 2
Print

« იხ. ყველა სიახლე