ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-15

მაგისტრატურაში/დოქტორანტურაში სასწავლებლად დაფინანსების მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სასწავლებლად დაფინანსების მოპოვების მსურველებს გაცნობებთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა, რომელიც მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში და არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი მსოფლიოში, დაიწყო განაცხადების მიღება 2016/2017 აკადემიური წლისათვის  50 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში:
*  ბიზნესი
*  კოგნიტური მეცნიერება (PhD)
*  ეკონომიკა
*  გარემოს დაცვა და პოლიტიკა
*  გენდერული კვლევები
*  ისტორია
*  საერთაშორისო ურთიერთობები
*  სამარათალი
*  გამოყენებითი მათემატიკა
*  შუა საუკუნეების კვლევები
*  ნაციონალიზმის კვლევები
*  ქსელური მეცნიერება (PhD)
*  ფილოსოფია
*  პოლიტიკური მეცნიერება
*  საჯარო პოლიტიკა
*  სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია

დარეგისტრირდით ლინკზე http://bit.ly/1OX5LbQ და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან ერთად არაუგვიანეს 2016 წლის 4 თებერვლისა.

ვინც აბარებს MUNDUS MAPP პროგრამაზე  და სურს ერასმუს მუნდუსის სტიპენდიის მოპოვება, განაცხადი უნდა გაგზავნოს 2016 წლის 11 იანვრამდე, ხოლო თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის და მათთვის, ვინც აბარებს MATILDA-ს პროგრამაზე და ისტორიისა და გარემოს დაცვისა და პოლიტიკის ფაკულტეტებზე და სურს სწავლის საფასურისათვის დაფინანსების მოპოვება  (masters tuition awards), განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 3 მაისი.  (ამ დროისათვის აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტის ქულის წარმოდგენა).

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართზე:- თბილისი-ჭოველიძის ქუჩა 10,  ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge;   

კონსულტაციის დღე - ორშაბათი, 15:00
 

უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ  ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ-გვერდზე: www.cie.ge და სოციალურ ქსელ Facebook-ში: Access CEU – Georgia Page და Center for International Education - Tbilisi

Print

« იხ. ყველა სიახლე