ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-30

სტუდენტური კონკურსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა შესარჩევ კონკურსს კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო"-ს მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტთაშორის კონკურსში „ჩემი ბორჯომი“ მონაწილეობის მისაღებად

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის (III, IV კურსი) და მაგისტრატურის  სტუდენტების მიერ დაკომპლექტებულ გუნდს (4-5 სტუდენტი). სურვილის შემთხვევაში, გუნდები შესაძლებელია დაკომპლექტდეს სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტების მიერ.

I ეტაპი - კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში სტუდენტებმა ა.წ. 3 აპრილამდე გამოაგზავნეთ დოკუმენტი შემდეგი მონაცემებით: გუნდის დასახელება; თითოეული წევრის სახელი და გვარი; ფაკულტეტი; კურსი; ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketingcontest@tsu.ge

II ეტაპი - შერჩეულ ჯგუფებს მიეცემათ სატესტო დავალება, რომელიც გულისხმობს კომპანიის/ინდუსტრიის ანალიზს, რაც სტუდენტებმა პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინონ. დეტალური ინფორმაცია დავალების სპეციფიკასთან დაკავშირებით სტუდენტებს გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ა.წ. 6 აპრილს.

III ეტაპი - დასკვნითი ტური საბოლოო გუნდის გამოსავლენად. მეორე ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს მიეცემათ დამატებითი დავალება. უნივერსიტეტის ჟიური გამოავლენს შიდა შესარჩევი კონკურსში გამარჯვებულ 1 საუკეთესო სტუდენტურ ჯგუფს, რომელიც დასკვნითი კონკურსის მონაწილე გახდება.

შიდა კონკურსის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში გამარჯვებული გუნდი, სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან შერჩეულ გუნდებთან ერთად 15 მაისს გაემგზავრება ქ. ბორჯომში. კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო"-ს წარმომადგენლები მათ  ბორჯომის ქარხანაში უმასპინძლებენ: დაათვალიერებენ ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხანას და მინერალური წყლის საბადოს ინფრასტრუქტურას. კომპანიის დირექტორი კონკურსის მონაწილეებს ადგილზე გააცნობს კომპანიის ისტორიას, სამომავლო გეგმებს და სტუდენტებს  მარკეტინგული ტიპის დავალებას მისცემს.

დავალების შესასრულებლად სტუდენტებს მიეცემათ 3 თვე. საბოლოო ეტაპი - პრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის სექტემბერში.

გამარჯვებული სამი გუნდი მიიღებს ფულად პრემიას:

I ადგილი – 5000 აშშ დოლარი
II ადგილი – 3000 აშშ დოლარი
III ადგილი – 2000 აშშ დოლარი

კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდის წარმდგენი უნივერსიტეტი დაჯილდოვდება 5000 ლარის ღირებულების საჩუქრით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაკვიკავშირდით: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; თსუ-ის I კორპუსი, ოთახი №104; ტელ: 222-23-91; e-mail: marketingcontest@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე