ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-10-17

სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და დღევანდელობა“

იუნესკოს დადგენილებით ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად (2002 წლიდან) მთელ მსოფლიოში ტარდება „ფილოსოფიის დღე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი 2012 წლის 15 ნოემბერს ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციას:

„ფილოსოფია და დღევანდელობა“

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (ორი ნაბეჭდი გვერდი A4) უნდა წარმოადგინონ 2012 წლის 5 ნოემბრამდე თსუ II კორპ. ფილოსოფიის ინსტიტუტში, კაბინეტი № 205  (დემურ ჯალაღონია)  ან გამოაგზავნონ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge                   
          

Print

« იხ. ყველა სიახლე