ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-09

ტრინაციონალური საზაფხულო უნივერსიტეტი

9 ივნისს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრინაციონალური საზაფხულო უნივერსიტეტი გაიხსნება. თსუ-ს, ზაარლანდისა და ნანტის უნივერსიტეტების ერთობლივი საზაფხულო უნივერსიტეტის „ჩვენი ქალაქები მომავალში“-ს მესამე ნაწილში 30 სტუდენტი (ყოველი მონაწილე ქვეყნიდან 10 სტუდენტი) მიიღებს მონაწილეობას.     ტრინაციონალური საზაფხულო უნივერსიტეტის პირველი და მეორე ნაწილი ჩატარდა ზაარბრიუკებნსა და ნანტში, ხოლო მესამე ნაწილი კი გაიმართება თბილისში.

ტრინაციონალური საზაფხულო სკოლის მიზანია: დარგობრივი ცოდნის გაზიარება სხვადასხვა დისციპლინებში აკადემიური და პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით, ინტერდისციპლინარული სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა, მულტინაციონალური სამეცნიერო დიალოგის ხელშეწყობა, საზოგადოებისათვის რელევანტურ თემებზე დისკუსიის წამოწყება, სოციალურ, ლინგვისტურ და ინტერკულტურულ კომპეტენციათა გაღრმავება.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საზაფხულო უნივერსიტეტების უკვე არსებული ქსელის განვითარებას, სამ ქალაქს შორის სამეცნიერო ქსელის შექმნის ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტი მონაწილეებს სთავაზობს ფართო პროგრამას ლექციების, დისკუსიების, ვორქშოპებისა სხვა პრაქტიკული მეცადინეობების, ასევე როგორც ექსკურსიებისა და ლინგვისტური ანიმაციების სახით. მონაწილეთა პროექტის მომოხილვები გამოქვეყნდება საფრანგეთის ცენტრის წლიურ კატალოგში, ორგანიზატორთა და პარტნიორ ინსტიტუციათა ვებ-გვერდებზე.

პროექტის ორგანიზატორები არიან: თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი,  ზაარლანდის უნივერსიტეტის საფრანგეთის ინსტიტუტი, ნანტის ფრანგულ-გერმანული კულტურის ცენტრი, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის საინფორმაციო ცენტრი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

Print

« იხ. ყველა სიახლე