ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-22

საზაფხულო სკოლა „ადამიანი და თანამედროვე გამოწვევები“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და აბიტურიენტთა სამსახური სთავაზობს საჯარო და კერძო სკოლების მე-9-10-11 კლასის მოსწავლეებს საზაფხულო სკოლას, რომელიც ეძღვნება თემას: "ადამიანი და თანამედროვე გამოწვევები"

საზაფხულო სკოლა იმუშავებს 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, 11.00-დან 13.00 სთ-მდე, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის შენობაში.

სკოლაში ჩაირიცხება მე- 9-10-11 კლასელი 20 მოსწავლე.  

მსმენელებს სკოლა შესთავაზებს ლექციებს, დისკუსიებს, ფილმების ჩვენებასა და განხილვას, მოდელირებული სიტუაციების ანალიზს, სხვადასხვა კონკრეტული პრობლემების გარშემო თემების დამუშავებას და სხვ.

საზაფხულო სკოლის ყველა მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს. სკოლა დასრულდება კონფერენციით, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 საუკეთესო ნაშრომი. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საინფორმაციო ველებში, ხოლო ავტორები მიიღებენ სათანადო დიპლომებს.

მსმენელების მიღება საზაფხულო სკოლაში მოხდება კონკურსის საფუძველზე - მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს ესე თემაზე: „ მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“
 
(საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას გამოსვლა ევროსაბჭოს სხდომაზე, სტრასბურგი, 27 იანვარი, 1999წ.)
 
კონკურსანტმა უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი ამ დებულებასთან დაკავშირებით (ეთანხმება თუ არ ეთანხმება), ახსნას თავისი პოზიცია (რატომ ეთანხმება ან არ ეთანხმება) და მოიყვანოს არგუმენტები და მაგალითები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
 
 არგუმენტირებული ესეს წერის წესს გაეცანით ბმულზე:

ესე წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტულ Word-ის ფაილში, მაქს. 100 - 180 სიტყვა, შრიფტი sylfaen, ზომა 12. მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელ.ნომერი.
 
მონაწილეობის მსურველებმა 11 ივნისის 24:00 სთ-მდე უნდა გამოგზავნონ ესეები ელექტრონულ ფოსტაზე junior@tsu.ge, სადაც  Subject-ის ველში უნდა მიეთითოს „საზაფხულო სკოლა“

 
შედეგები გამოქვეყნდება 16 ივნისს, 18.00 სთ-მდე.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 597222 616





Print

« იხ. ყველა სიახლე