ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-26

კონფერენცია თემაზე ქალთა უფლებები და მასკულინობის კვლევები

2015 წლის 30-31 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსის 101-ე აუდიტორიაში ჩატარდება პირველი სტუდენტური კონფერენცია გენდერის კვლევაში. კონფერენცია დაიწყება 11:00 საათზე;  სამუშაო ენა - ქართული.

კონფერენციის მიზანია სტუდენტური კვლევის წახალისება, მხარდაჭერა და სტუდენტთა შორის გენდერის კვლევაში აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინოთ ნაშრომები ქალთა უფლებებისა და მასკულინობის კვლევის თემებზე.

პირველი სტუდენტური კონფერენცია გენდერის კვლევაში  ორგანიზებულია თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტის მიერ. 

თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტი დაარსდა 2012 წელს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულს სახით. ინსტიტუტი უზრუნველყოფს გენდერის მიმართულებით არსებული აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობასა და ადმინისტრირებას.  თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტის მიზნებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის მიმართულების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარება, გენდერის პრობლემებზე მომუშავე აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო სტუდენტების თანამშრომლობისათვის ინსტიტუციური პლატფორმის უზრუნველყოფა, გენდერის კვლევის სასწავლო საგნების ინტეგრაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კვლევებში, უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

კონფერენციის პროგრამა

განაცხადის ფორმა



Print

« იხ. ყველა სიახლე