ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-01-08

თანამედროვე ხელოვნების მესამე საერთაშორისო ტრიენალე

ცხადდება კონკურსი თანამედროვე ხელოვნების მესამე საერთაშორისო ტრიენალეში „Eksperimenta!“  მონაწილეობის მისაღებად. ტრიენალე იმართება 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში და განკუთვნილია 14-დან 19 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის, მათი პედაგოგებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს (როგორც საჯარ, ასევე კერძო სკოლებს), სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ გაერთიანებებს, ხელოვნების გალერეებს და სხვა.

სრული ინფორმაციის გაცნობა(სამუშაო ენა-ინგლისური) კონკურსისა და მისი პირობების შესახებ შესაძლებლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე

ელექტრონული განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 იანვარი.


Print

« იხ. ყველა სიახლე