ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-17

ISET-ის სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

ISET

სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ISET- ის სამაგისტრო პროგრამა აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია. სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.

სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება ონლაინ რეჟიმში www.iset.ge ; რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 1 მაისი. მისაღები გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება მაისის დასაწყისში. (ამასთან, აუცილებელია საერთო სამაგისტრო   გამოცდის ჩაბარება).

სამაგისტრო პროგრამაზე პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის. საუკეთესო სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ სტიპენდია, რომელიც სტუდენტს დაუფარავს სწავლის სრულ გადასახადს და დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას. ყველა წარმატებულ სტუდენტს დაეფარება სწავლის გადასახადის ნაწილი და დაენიშნება სტიპენდია. სტუდენტებს აგრეთვე საშუალება ეძლევათ მიიღონ ISET -ის სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი შეღავათიანი სესხები.

დამატებით, სტუდენტებს ISET -ი სთავაზობს შემდეგ შესაძლებლობებს:

გაიარონ პრაქტიკა სამთავრობო, არასამთავრობო სექტორში და კერძო კომპანიებში, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ( EBRD ) ლონდონის ოფისი;

მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კონცენტრაციებში, როგორიცაა ენერგო და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სპეციალიზაციები;

გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით.

ISET -ის შესახებ: ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP -ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის “ღია საზოგადოება” ( OSI) , შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. ISET -ის 1 69 კურსდამთავრებულიდან 97% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET -ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებსა და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის და პენსილვანიის უნივერსიტეტები.

დამატებითი ინფორმაციისათვის და დასარეგისტრირებლად გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს:  www.iset.ge

საკონტაქტო პირი:

მაია სურგულაძე

admissions@iset.ge

ტელ : 250 71 77 ext.104

Print

« იხ. ყველა სიახლე