ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-08

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება;  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია  სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის შემდეგ მიმართულებებში:
  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
  4. აგრარული მეცნიერებები
  5. სოციალური მეცნიერებები
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები
  8. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე