ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-08-27

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პირველსემესტრელ სტუდენტთათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 6 სექტემბერს).

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:

•ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება - 6 - 12 სექტემბერი;
•აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 14 - 19 სექტემბერი (14 სექტემბრის 12:00 საათიდან-19 სექტემბრის 18:00 საათამდე);

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ( რექტორის ბრძანება N142/01-01; 26.08.2016)
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პირველსემესტრელ სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია):
1.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI (ბიოლოგების) კორპუსი. აუდიტორია №318, 319, 320. ტელ.: 2 304019
2.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, II სართული, ოთახი №212, ტელ.: (+995 32) 2 222108.
3.სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201. ტელ.: (+995 32) 2 290852.
4.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი N108 (რესურსცენტრი 3), ტელ.: (+995 32) 2 303498.
(ტურიზმის სკოლა, ვაჟა-ფშაველას გამზირი №44, მე-2 სართული, ოთახი №202, ტელ.: (+995 32) 2 391875).
5.იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 3, თსუ, II კორპუსი, რესურსცენტრი; ტელ.: (+995 32) 2 29 08 19; 2 290841.
6.მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N1 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 91 31 25
7.ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.2,თსუ, მე-10 კორპუსი (მაღლივი), ოთახი 107, (ტურიზმის სკოლის შენობა, 1 სართული), ტელ.: (+995 32) 2 22 44 69
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა -  მის.: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N55, ოთახი 205, ტელ.: (+995 32) 2 748532.

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:
პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად ( ბრძ.№02/01-01, 24.01.2012), ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (6 - 12 სექტემბერი). სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია:

•ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკის და თი ბი სი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
•TBC Pay (სწრაფი ჩარიცხვის) აპარატების მეშვეობით.
•ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი არის  მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.

2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები ( ბრძანება №141/01-01, 26.08.2016)

 

Print

« იხ. ყველა სიახლე