ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-07

ფოტოკონკურსი „შენი თვალით დანახული საქართველოს ბუნება“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლა აცხადებს სკოლის მოსწავლეთათვის ფოტოკონკურსს სახელწოდებით - “შენი თვალით დანახული საქართველოს ბუნება“. გადაიღე ჩვენი ქვეყნის ბუნების ამსახველი ფოტო, გახდი კუნკურსის მონაწილე და გაიმარჯვე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ  ნომინაციებში:
  1. ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტო;
  2. დაცული ტერიტორიების ამსახველი  ფოტო;
  3. ბუნებრივი ძეგლის ამსახველი  ფოტო;
ფოტოს შეფასების კრიტერიუმები:

მონაწილეობის მსურველებმა 20 დეკემბრის 18.00 სთ-მდე  ფოტოები გამოგზავნეთ საკონკურსო მისამართზე junior@tsu.ge

აუცილებელი მოთხოვნები:

მიღებული ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესო 30, რომლებიც გამოიფინება. მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები ელ.მისამართზე მიიღებენ. სია გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე. კომპეტენტური ჟიური გამოავლენს თითო გამარჯვებულს 3 ნომინაციაში. კიდევ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება ფეისბუქის გვერდზე მოწონებების საშულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
Facebook - თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
Email: junior@tsu.ge
ტელ: 597 222 616

Print

« იხ. ყველა სიახლე