2016-11-07

ფოტოკონკურსი „შენი თვალით დანახული საქართველოს ბუნება“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლა აცხადებს სკოლის მოსწავლეთათვის ფოტოკონკურსს სახელწოდებით - “შენი თვალით დანახული საქართველოს ბუნება“. გადაიღე ჩვენი ქვეყნის ბუნების ამსახველი ფოტო, გახდი კუნკურსის მონაწილე და გაიმარჯვე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ  ნომინაციებში:
  1. ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტო;
  2. დაცული ტერიტორიების ამსახველი  ფოტო;
  3. ბუნებრივი ძეგლის ამსახველი  ფოტო;
ფოტოს შეფასების კრიტერიუმები:
  • ორიგინალობა
  • კომპოზიცია
  • ეკოლოგიური პრობლემატიკის წარმოჩენა

მონაწილეობის მსურველებმა 20 დეკემბრის 18.00 სთ-მდე  ფოტოები გამოგზავნეთ საკონკურსო მისამართზე junior@tsu.ge

აუცილებელი მოთხოვნები:
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასავე კერძო სკოლების მოსწავლეებს.
  • (კლასზე შეზღუდვა არ არის)
  • დაიცავით კონკურსის თემატიკა (საქართველოს ბუნება);
  • ფოტო შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერი თქვენს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით: ციფრული ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი (კონკურსზე არ დაიშვება ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე პროგრამული ნიშანი);
  • ელ.მისამართიდან გამოგზავნილ ფოტოს(ფოტოებს) თქვენი სახელი და გვარი, სკოლა, კლასი არ დაურთოთ, მხოლოდ ფსევდონიმი, შედეგად ავტორი ანონიმური დარჩება.

მიღებული ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესო 30, რომლებიც გამოიფინება. მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები ელ.მისამართზე მიიღებენ. სია გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე. კომპეტენტური ჟიური გამოავლენს თითო გამარჯვებულს 3 ნომინაციაში. კიდევ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება ფეისბუქის გვერდზე მოწონებების საშულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
Facebook - თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
Email: junior@tsu.ge
ტელ: 597 222 616

Print

« იხ. ყველა სიახლე