ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-06-13

თსუ აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა 2013 წლის 12 ივნისს. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 28 ივნისს 10:00 საათიდან, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ოთახი №114. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 12 ივლისი 18:00 საათი. აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატთა შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვრა 2013 წლის 16 აგვისტო.

კანდიდატებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
გ) უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტობიოგრაფია;
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

Print

« იხ. ყველა სიახლე