ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-21

საერთაშორისო კონფერენცია "რისკების ინტეგრირებული მართვა - ქალაქების სტაბილურობისკენ"

ქ. დავოსში, შვეიცარიაში 2016 წ. 28 აგვისტო - 01 სექტემბერს  გაიმართება  მე-6 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "რისკების ინტეგრირებული მართვა -  ქალაქების სტაბილურობისკენ".

მონაწილეობას მიიღებენ  მკვლევარები სხვადასხვა დისციპლინებიდან , ექსპერტები და პრაქტიკოსები, პოლიტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, გაეროს, სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს სხვადასხვა სახის რისკებს და ურთიერთგადამკვეთ თემებს, როგორიცაა: ურბანული რისკები, მეგა კატასტროფები, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და სხვა.

რეზიუმეები მიიღება 2016 წლის 30 აპრილამდე.

ადრეული რეგისტრაცია 30 აპრილამდე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მისამართზე

Print

« იხ. ყველა სიახლე