ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-28

სტაჟირების საპილოტე პროგრამა "ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით" მოსარგებლე პირებისთვის

31 მარტს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა 1+4 პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.

შეხვედრის მიზანია: სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონცეფციის წარდგენა 1+4 პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის. სტაჟირების პროგრამა განხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ცალკეულ სახელმწიფო უწყებებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 294565 ან ეწვიეთ facebook გვერდს: TSU Career Development Center/თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ-ს I კორპუსი, 305-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე