ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-16

„შექმენი სტარტაპი ფაბლაბთან ერთად“

თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს-ინკუბატორი, 17 აპრილიდან იწყებს პროექტს „შექმენი სტარტაპი ფაბლაბთან ერთად“.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდებათ ვორქშოფი: „ფაბლაბი: ტექნოლოგიები და  შესაძლებლობები“ .

ვორქშოფის მიზანია, თსუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს გააცნოს თსუ-ის ფაბლაბში არსებული ტექნოლოგიები და მათი გამოყენების სპეციფიკა. ეს მათ საკუთარი ინოვაციური (ბიზნეს) იდეების გენერირების და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის დახმარებით პრაქტიკულად განახორციელების საშუალებას მისცემს.

თსუ სტუდენტები  ვორქშოფის ფარგლებში:
მოისმენენ ინფორმაციას ფაბლაბების შესახებ;
გაეცნობიან თსუ ფაბლაბის ტექნოლოგიებს და იმ საინფორმაციო პროგრამებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია ფაბლაბის ტექნოლოგიებზე მუშაობისთვის;
მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას თითოეული  ტექნოლოგიის (დანადგარის) მუშაობის პრინციპების შესახებ და პრაქტიკულად განახორციელებენ (ტექნიკოსის) დახმარებით საბაზისო აქტივობებს ცალკეულ დანადგარზე.

ვორქშოფის ხანგრძლივობაა 1 საათი, ერთი დღე დაეთმობა ერთი ფაკულტეტის სტუდენტებს, დღეში სამი ჯგუფი გაივლის ვორქშოფს. თითო ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა იქნება არაუმეტეს  25 სტუდენტისა.
1.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 17 აპრილი;
2.ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი - 18 აპრილი;
3.იურიდიული ფაკულტეტი - 20 აპრილი;
4.ჰუმანიტარული და მედიცინის ფაკულტეტი - 23 აპრილი;
5.ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკუტეტი - 24 აპრილი;
6.სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 25 აპრილი.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ 2, თსუ მაღლივი კორპუსი, მესამე სართული, ფაბლაბი.

სარეგისტრაციო ფორმა

აქტივობები



Print

« იხ. ყველა სიახლე