ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-31

ისტორიის დამხმარე დისციპლინები – თანამედროვე ტენდენციები

ცნობილი ქართველი ისტორიკოსის,
ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილის დაბადებიდან 90 წლისადმი
მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია



ორგანიზატორი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
თარიღი  27-29 ნოემბერი, 2014 წელი
ჩატარების ადგილი – თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.  № 1, თსუ I კორპუსი

კონფერენცია ეთმობა ისტორიის დამხმარე დისციპლინებს – პალეოგრაფია, ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, წყაროთმცოდნეობა, ნუმიზმატიკა, სფრაგისტიკა, ბონისტიკა, გენეალოგია, ქრონოლოგია, ვექსილოლოგია, ჰერალდიკა, ფალერისტიკა, ონომასტიკა,  ტოპონიმიკა, ფილატელია და სხვ. ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილის სამეცნიერო კვლევის ინტერესი ამ დისციპლინების დიდ ნაწილს მოიცავდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები და ჩანაწერები პალეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, დიპლომატიკის, გენეალოგიის, ვექსილოლოგიის საკითხების გარშემო. ამასთან, ის თავის მდიდარ ცოდნას და გამოცდილებას  დაუზარებლად  უზიარებდა ახალგაზრდა თაობას.
კონფერენციის მთავარი მიზანია ისტორიის დამხმარე დისციპლინების როლის და   თანამედროვე მდგომარეობის  წარმოჩენა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:

გთხოვთ, მოხსენების სათაური და თეზისები გადმოგზავნოთ 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ელ-ფოსტაზე – geohistory@tsu.ge

ENG


Print

« იხ. ყველა სიახლე