ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-06

ვორქშოპი -"კატასტროფებსა და კრიზისულ სიტუაციებში პოსტტრავმული სტრესის მართვა"

6-7 ოქტომბერს „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ (GIDE) ლაიფციგის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მართავს ვორქშოპს  თემაზე: "კატასტროფებსა და კრიზისულ სიტუაციებში პოსტტრავმული სტრესის მართვა".

ვორქშოპი გაიმართება 6 და 7 ოქტომბერს, 10:00-დან  16:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე. ვორქშოპს წარმართავს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ინსტიტუტის წარმომადგენელი, ბ-ნ. რეშკე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის შედეგად შერჩეული  მოქმედი ფსიქოლოგები და დოქტორანტები. ვორქშოპის დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები და საშუალება ექნებათ სამომავლოდ  დაამყარონ მჭიდრო კავშირი საერთაშორისო ორგანიზაციასთან, გახდნენ მისი წევრები. აქტიურად იმუშაონ საერთაშორისო ორგანიზაციის „განათლებისა და რეაბილიტაციის ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრის“ ქართულ წარმომადგენლობასთნ.


Print

« იხ. ყველა სიახლე