ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-21

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის გაზაფხულის ნაკადი.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

თსუ-ს სტუდენტებმა  და კურსდამთავრებულებმა (თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს)  აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  2017 წლის 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით, უნდა მიმართოთ თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს  და განაცხადოთ  წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

მისამართი: თსუ, II კორპუსი (ჭავჭავაძის 3), ოთახი #103; ტელ: 2 294565
ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი: 10:00-18:00 საათი (შესვენება 13:00-14:00)
ოთხშაბათი: 10:00-12:00 და 16:00-18:00 საათი

 
 


Print

« იხ. ყველა სიახლე