ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-19

ამერიკისმცოდნეობის მე-4 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

22 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით იმართება ამერიკისმცოდნეობის მე-4 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მრავალფეროვანი ამერიკა: კულტურათა გზაჯვარედინი“.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 4 სექცია. სტუდენტები წარადგენენ მოხსენებებს იმ სხვადასხვა ისტორიული, კულტურული, სოციალური, გენდერული, საგარეო პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის შესახებ, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ისტორიის მანძილზე განსხვავებული კულტურები შექმნა და ჩამოაყალიბა მრავალფეროვანი ამერიკა.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კონფერენციის ორგანიზატორს მარიამ ხატიაშვილს ელ-ფოსტაზე mariamkhatiashvili@tsu.ge

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, 165-ე აუდიტორია (ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი)
Print

« იხ. ყველა სიახლე