ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-04-18

მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

18 აპრილს, 16.00 საათზე, თსუ-ს I კორპუსში (აუდიტორია #6), მართლწესრიგის ოფიცრები თსუ სტუდენტებს შეხვდებიან. 
შეხვედრაზე მართლწესრიგის ოფიცრები სტუდენტებს საკუთარ საქმიანობას, ფუნქციებს და მოვალეობებს გააცნობენ. გარდა ამისა, სტუდენტები შეიტყობენ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტური პოზიციების და დასაქამების პერსპექტივების შესახებ. 
შეხვედრა პროექტი „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდას“ ფარგლებში გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) შსს–სთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილეთ ლინკი ღონისძიების შესახებ /ge/faculties/law/news/BXTcciTc9NXBEJxnS/?p=1 

Print

« იხ. ყველა სიახლე