ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-15

პროფესორ სტენლი მალოის საჯარო ლექცია "აქამდე უცნობი ეპიდემიები: ზიკას ვირუსი"

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic საქართველო 21 აპრილს, 18:00 საათზე გეპატიჟებათ საჯარო ლექციაზე-„აქამდე უცნობი ეპიდემიები - ზიკას ვირუსი“.

როგორ იჩენენ თავს ჩვენთვის ევოლუციურად უცნობი ვირუსები, როგორ და რატომ იქცევიან ეპიდემიის წყაროდ და რა საშუალებები გვაქვს მათთან საბრძოლველად.

ლექციას წაიკითხავს აშშ-ის მთავრობის ყოფილი მრჩეველი ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში და ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოების ექსპრეზიდენტი, სტენლი მალოი.

შეხვედრა ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

დასწრება თავისუფალია

იხილეთ ბმული
Print

« იხ. ყველა სიახლე