ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-09-11

კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად პარიზი 8-ის უნივერსიტეტში (საფრანგეთი)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად  პარიზი 8-ის უნივერსიტეტში (საფრანგეთი)!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.

ფრანგულენოვანი მიმართულებები:  ფრანგული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება.

  სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ  15 ოქტომბრის 12:00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  სტიპენდიის ხანგრძლივობა:

ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

  დამატებითი ინფორმაცია:

-   კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან გასაუბრება გაიმართება ა/წ 17 ოქტომბერს;

-  შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

-   იხილეთ მასპინძელი უნივერსიტეტების საგნების ჩამონათვალი ბმულებზე;

https://litterature-francaise.univ-paris8.fr/IMG/pdf/brochlicence19-20.pdf

https://litterature-francaise.univ-paris8.fr/IMG/pdf/brochure_19-20-2.pdf

http://mitsic.univ-paris8.fr/index.php/formations/licences/licences-mention-informatique/

-   დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;

-  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!


 


 


 

Print

« იხ. ყველა სიახლე