ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-21

საერთაშორისო კონფერენცია“ ქართულ შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები”

4-5 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სასტუმრო “გუდაური მარკო პოლოში” საერთაშორისო კონფერენციას“ ქართულ შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები” გამართავს

კონფერენციაზე მოხსნებებით წარდგებიან თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები, ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები, პროფკავშირის წარმომადგენლები, მოსამართლეები და პარლამენტის წევრები.

კონფერენციის მიზანია შრომის სამართლის თანამედროვე პრობლემების განხილვისათვის ნეიტრალური აკადემიური პლატფორმის შექმნა და დიალოგის ხელშეწყობა. კონფერენციის შედეგების შეჯამებასთან ერთად ორგანიზატორები და მონაწილეები შეეცდებიან დასახონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ხელი შეუწყონ სოციალური დიალოგის ეფექტურად წარმართვას.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. მსურველები მონაწილეობენ საკუთარი ხარჯით. კონფერენციის მიმართ არსებული ინტერესისა და საკონფერენციო დარბაზის მოცულობის (მაქსიმუმ 70 ადამიანი) გათვალისწინებით ორგანიზატორები ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას ყველა მსურველის ინტერესის და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ:
საერთაშორისო ორგანიზაციები: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
მთავარი სპონსორები: საქართველოს ფოსტა და თი ბი სი ბანკი.
სპონსორები: პროკრედიტბანკი.



Print

« იხ. ყველა სიახლე