ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-11

„თანამედროვე ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია“

ქართულ-პოლონური სასწავლო ცენტრი და ,,ოპოლეს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემია“  გიწვევთ საერთაშორისო  კონფერენციაზე - „თანამედროვე ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია“. კონფერენციას 2015 წლის 9-10 აპრილს უმასპინძლებს ,,ოპოლეს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემია“ (ქ.ოპოლე, პოლონეთის რესპუბლიკა).

კონფერენციაში მონაწილეობის მირება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტურანტურის სტუდენტებს, მკვლევრებს,  სოციალური მეცნიერებების, პოლიტიკის მეცნიერების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, სამართლის, ფილოსოფიის და ეკონომიკის სფეროებიდან.
მიიღება ქვემოთ ჩამოთვლილი თემების  (არამარტო) შესაბამისი ნაშრომები ინგლისურ ენაზე,  2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით:
კონფერენცია ჩატარდება 2015 წლის 9-10 აპრილს ,,ოპოლეს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემიაში“ (ქ. ოპოლე, პოლონეთი).

მონაწილეებს, დასკვნით შეხვედრაზე  გადაეცემათ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემიის მიერ გაცემული მონაწილეობისა და დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.  სამეცნიერო კომისიის მიერ კონფერენციისათვის შერჩეული ნამუშევრები დაიბეჭდება კონფერენციის მიერ გამოცემულ ნაშრომების კრებულში.

ინგლისურ ენაზე დაწერილი ნაშრომის რეზიუმე (abstract) გამოაგზავნეთ 2015 წლის  6 თებერვლის ჩათვლით  მისამართზე conference@gpec.ge. გამოგზავნილი მასალა უნდა შეიცავდეს ავტორის/ავტორების სახელს, სტატუსს და ინსტიტუციურ წარმომადგენლობას, ნაშრომის სათაურს, 200-250 სიტყვისაგან შემდგარ ნაშრომის რეზიუმეს (abstract) და 5 საკვანძო სიტყვას (ნაშრომის რეზიუმეს დაწერის ინსტრუქცია იხილეთ ტექსტის ბოლოს).

კანდიდატები, რომელთა ნამუშევრები შეირჩევა სამეცნიერო კომისიის მიერ, ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებენ მოწვევის წერილს 2015 წლის 10 თებერვლამდე.  ნამუშევარის სრული ვერსია (1500-2000 სიტყვა) უნდა გამოგზავნოთ 2015 წლის  9 აპრილამდე.

კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო გადასახადია 180 ევრო (EUR). ღირებულებაში შედის: კონფერენციის აქტივობებში მონაწილეობა, მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, სამუშაო მასალები, ნაშრომების კრებული, სამახსოვრო სუვენირები. კონფერენციის მიმდინარეობისას დაგეგმილია დღეში ორჯერ ყავით შესვენება და კონფერენციის დახურვის დღეს გამოსამშვიდობებელი სადილი.
გთხოვთ , მონაწილეობის საფასური დაფაროთ 2015 წლის 23 თებერვლის  ჩათვლით.

მათ, ვისაც გსურთ მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციაში, და ვერ ახერხებთ დასწრებას, შეგიძლიათ ჩაერთოთ პოსტერ-სესიაში (პოსტერ-პრეზენტაცია).

გთხოვთ, მითითებულ ელ-ფოსტაზე   ინგლისურ ენაზე დაწერილი პოსტერ-პრეზენტაცია გამოგზავნოთ 2015 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სრული ნაშრომი 2015 წლის 9 აპრილის ჩათვლით. შერჩეული ნამუშევრები  დაიბეჭდება A2 ზომის ფორმატზე და კონფერენციის მიმდინარეობისას გამოიფინება „ოპოლეს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლესი აკადემიაში“. ავტორებს, გადმოგეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი  სერტიფიკატი, სადაც აღნიშნული იქნება თქვენი ჩართულობა პოსტერ-სესიაში. ნაშრომები დაიბეჭდება  კონფერენციის ნაშრომების კრებულში.

პოსტერ-სესიაში მონაწილეობის სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 120 ევროს (Euro)
სურვილის შემთხვევაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ  ქ. ოპოლეში განთავსებაში.  

მნიშვნელოვანი თარიღები:

ნაშრომის რეზიუმეს დაწერის ინსტრუქცია

საკონტაქტო ელ-ფოსტა: conference@gpec.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე