ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-28

ირაკლი სურგულაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „მითოსი, კულტი, რიტუალი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი და ისტორიისა და ეთნოლოგიის ისნტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 5-6 დეკემბერს, თბილისში თემაზე: „მითოსი, კულტი, რიტუალი“.

საკონფერენციო თემატიკა შემოიფარგლება რელიგიის კლვევის საკითხებით. გთხოვთ, წარმოადგინოთ მოხსენების თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე (შრიფტი AcadNusx, Times New Roman; ზომა 12; ინტერვალი 1,5 მოცულობა არანაკლებ 500 სიტყვა) და ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, პოზიცია და

საკონტაქტო ინფორმაცია).

თეზისების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2013 წლის 5 ნოემბერი. ვადის გადაცილების შემთხვევაში თეზისები აღარ განიხილება.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ელ- ფოსტა surguladze.conference@gmail.com
ტელ: +995 595 45 70 07

 

Print

« იხ. ყველა სიახლე